წაბლანის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წაბლანას ნაეკლესიარი)

წაბლანის ნაეკლესიარი — არქეოლოგიური ძეგლი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში. აგებულია X-XV საუკუნეებში.

მდებარეობს სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთ მონაკვეთში, შემაღლებულ ბორცვზე, ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა "ნათლისმცემლის გორას" უწოდებდა. მოცემულ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა ეკლესია. ამჟამად აქ ზედაპირულად ჩანს ნაგებობის საძირკვლის დონემდე მორღვეული ნაშთები და ეკლესიის მშენებლობაში გამოყენებული ქვის კარგად დამუშავებული კვადრები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკლესია დარბაზული ტიპისა იყო, ორფერდა გადახურვით და დასავლეთ მხრიდან მოწყობილი შესასვლელით. დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მიწის სამუშაოების დროს პოულობდა სხვადასხვა დანიშნულების კერამიკის ფრაგმენტებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11870