შინაარსზე გადასვლა

ძიან ბო-ძანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძიან ბო-ძანი (ჩინ.: 翦伯赞; დ. 1898 — გ. 18 დეკემბერი, 1968) — ჩინელი ისტორიკოსი. 1955 წელს აირჩიეს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ავტორია მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა არქეოლოგიაში, ჩინეთის ძველ და შუა საუკუნეების ისტორიაში. 1946 წელს გამოსცა „ჩინეთის ისტორიის ნარკვევები“ (ტ. 1–2), რომელიც მოიცავს პერიოდს პალეოლითიდან ახ. წ. III საუკუნემდე. 1959–1962 წლებში გამოუშვა მეთოდოლოგიური სტატიების სერიები, რომლებიც იცავდნენ ისტორიზმის პრინციპებს და ეროვნული ისტორიის სწავლაში გაუბრალოებას, დოგმატიზმსა და სქემატიზმს აკრიტიკებდა. „კულტურული რევოლუციის“ ხანაში, 60-იანი წლების მეორე ნახევარში, ჩინური პრესის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]