ძვლისაზრდელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძვლისაზრდელა
ძვლისაზრდელა ძვლებს ეკვრის გარშემო
ლათინური Periosteum
კოდი TH H2.00.03.7.00018
Dorlands/Elsevier 12628368

ძვლისაზრდელა, პერიოსტეუმი (ბერძ. περί – ირგვლივ და ὀστοῦν – ძვალი) — შემაერთებელქსოვილოვანი შალითა, რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებით მდიდარი, შუა – ფიბროელასტიკური (შედგება კოლაგენური ბოჭკოებისგან) და შიგნითა – ძვლისწარმომქმნელი (ოსტეოგენური) შრეებისაგან; უკანასკნელი საგანგებო ბოჭკოებით უკავშირდება ძვალს. ძვლისაზრდელა უზრუნველყოფს ძვლის ზრდას სისქეში და მოტეხილობის დროს ძვლის კოჟრის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 272.
  • Brighton, Carl T. and Robert M. Hunt (1997), "Early histologic and ultrastructural changes in microvessels of periosteal callus", Journal of Orthopaedic Trauma, 11 (4): 244-253 (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]