ძაღლის ქინძი
ძაღლის ქინძი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Aethusa cynapium | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Aethusa | ||||||||||||||
|
ძაღლის ქინძი (ლათ. Aethusa) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. შეიცავს 1 პოლიმორფულ სახეობას — Aethusa cynapium, ერთწლოვანი (ზოგჯერ ორწლოვანი) მცენარეა.
გვხვდება მცირე აზიასა და ევროპაში, გზადმიყოლილია ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება კავკასიაშიც. საქართველოში გვხვდება მთის ქვედა და შუა სარტყელში ბუჩქნარებს შორის, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.