ცხვირხახის ბორასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხვირხახის ბორასებრნი

Cephenemyia ulrichii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ბორასებრნი
ქვეოჯახი:  ცხვირხახის ბორასებრნი
ლათინური სახელი
Oestrinae (Leach, 1815)
გვარები

ცხვირხახის ბორასებრნი[1] (ლათ. Oestrinae) — პარაზიტი მწერების ქვეოჯახი ბორასებრთა ოჯახისა. ფართოდ არიან გავრცელებული. ცნობილია 34 სახეობა. დედალი ბორა მატლებს „აფრქვევს“ ბალახისმჭამელი ცხოველების ნესტოებში; ასეთი ცხოველები შეიძლება იყოს: ცხვარი, თხა, ცხენი, აქლემი, ირემი, აფრიკული სპილო, ბეჰემოთი, მეჭეჭებიანი ღორი. მატლები ცხოვრობენ შუბლის წიაღში, ღრუებში (ცხვირის, რქების ძირთან არსებული), ასევე ცხვირხახაში. ნიადაგში დასაჭუპრებლად გარეთ გამოდიან მასპინძლის ნესტოებიდან.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბორები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.
  2. Фарафонова Г. В. Оводы // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 630.