ცხეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხეთის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
რაიონი ცაგერის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
დეტალები

ცხეთის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ქვით ნაგები ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის გეგმა მოგრძო სწორკუთხედშია ჩაწერილი. რვაწახნაგა გუმბათი ბემის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. აფსიდი შებრტყელებულია, პასტოფორიუმები სწორკუთხა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთითა და სამხრეთით, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან ნახევარწრიული მოხაზულობის. ეკლესიის ყოველ მკლავში, სამკვეთლოში, სადიაკვნესა და გუმბათის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. ჯვრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით, მკლავებშორისი სივრცეები კი ცალფერდად. ეკლესიის დეკორს დასავლეთით ქმნის შესასვლელის საპირე, ტიმპანში გოლგოთის ჯვარი, სარკმლის რელიეფებიანი საპირე, თავზე ჯვრის გამოსახულებით და ფრონტონის კეხში მოქცეული გადმოშვერილი ვერძის თავი. აღმოსავლეთით იგივე გაფორმების სისტემაა, შესასვლელის გამოკლებით. სამხრეთ ფასადის შესასვლელს ჯვრის მოხაზულობა აქვს მიცემული. ტიმპანში სამმაგი ჯვრის რელიეფია. მოურთავ გუმბათს ყელზე ლილვი შემოყვება. გუმბათქვეშა კვადრატისა და გუმბათის გარდა ფასადებს ამთავრებს მარტივი პროფილის (ლილვი-თარო) მქონე, მოურთავი ქვის კარნიზი. გუმბათქვეშა კვადრატს კარნიზი საერთოდ არ გააჩნია, გუმბათს კი ქართული აგურის ხუთსაფეხუროვანი „ხერხულა“ ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია გადახურულია თუნუქის საბურველით. რესტავრირებულია 2012 წელს [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]