ციმლიანსკის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ციმლიანსკის წყალსაცავი
რუს. Цимлянское водохранилище
Don River. Tsimlyansk Reservoir P5140623 2200.jpg
კოორდინატები: 47°50′ ჩ. გ. 42°50′ ა. გ. / 47.833° ჩ. გ. 42.833° ა. გ. / 47.833; 42.833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული როსტოვის ოლქი, ვოლგოგრადის ოლქი
სიგრძე 260 კმ
სიგანე 38 კმ
ფართობი 2700 კმ²
მოცულობა 23,9 კმ³
საშუალო სიღრმე 8,8
მდინარე დონი
ჩაედინება ციმლა, ჩირი
შევსების წელი 1952–1955
ჰესი ციმლიანსკის ჰესი
ციმლიანსკის წყალსაცავი — რუსეთი
ციმლიანსკის წყალსაცავი

ციმლიანსკის წყალსაცავი — წყალსაცავი რუსეთში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, მდინარე დონზე. წარმოიქმნა ციმლიანსკის ჰესის კაშხლით. შეივსო 1952–1955 წლებში. ფართობი 2700 კმ², მოცულობა 23,9 კმ³, სიგრძე 260 კმ, უდიდესი სიგანე 38 კმ, საშუალო სიღრმე 8,8 მეტრი. დონის ძირითადი შენაკადების — ციმლის, ჩირის და სხვათა შეერთების ადგილებში წარმოქმნილია 5 კმ სიგანისა და 15–30 კმ სიგრძის ყურეები. გამოიყენება სანაოსნოდ. შეიქმნა როგორც ვოლგა-დონის სამდინარო გზის შემადგენელი ნაწილი. ახორციელებს ჩამონადენის მრავალწლიურ რეგულირებას. წყალსაცავის საშუალებით ირწყვის 600 ათასი ჰექტარი და გაწყლოვანდა 2 მილიონი ჰექტარი ნაყოფიერი მიწა. განვითარებულია თევზჭერა (კაპარჭინა, ლურჯი კაპარჭინა, წერი და სხვ.). იყენებენ რეკრეაციული დანიშნულებითაც.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Цимлянское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.
  2. Цимлянское водохранилище // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 338.