ციმბირის ბატალიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციმბირის ბატალიონის მკლავზე სატარებელი შევრონი 2024 წლის მარტიდან
ციმბირის ბატალიონის მკლავზე სატარებელი შევრონი 2024 წლის მარტამდე

ციმბირის ბატალიონი (რუს. Сибирский батальон, Батальон «Сибирь», უკრ. Сибірський батальйон) — უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფი. ჩამოყალიბდა 2023 წელს რუსეთიდან ჩასული მოხალისეებისგან. ის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და წარმოადგენს საერთაშორისო ლეგიონის ნაწილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 26 იანვარს, რუსეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა ვლადისლავ ამოსოვმა[1][2][3] პირველად ახსენა სახას შეიარაღებული დანაყოფის შექმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში[4]. 2023 წლის 3 მაისს სამოქალაქო საბჭომ გამოაცხადა „ციმბირის ბატალიონის“ შექმნა, რომელშიც შედიოდნენ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლები და სხვა რუსები, რომლებსაც იდეოლოგიური მიზეზების გამო არ სურდათ რუსეთის მოხალისეთა კორპუსში გაწევრიანება, ულტრამემარჯვენე იდეებისა და შეხედულებების გამო[5][6][7]. იგეგმებოდა ასევე „თავისუფალი ინგრიას“ რაზმის შექმნაც[8].

ვლადისლავ ამოსოვი ეთნიკური იაკუტია. მისი თქმით ის 15 წელი მუშაობდა რუსეთის საგარეო სამხედრო დაზვერვის სააგენტოში, რუსეთის გრუ-ში და მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში[9].

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა ამ ქვედანაყოფის წვრთნების ჩატარების შესახებ[10]. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბატალიონში ათობით მებრძოლი იყო[11]. 2023 წლის დეკემბერში, ქვედანაყოფმა პირველი საომარი „ნათლობა“ გაიარა — იბრძოდნენ ფრონტის ავდეევკის მონაკვეთზე[12][13].

2024 წლის მარტში ბატალიონმა RDK-თან და LSR-თან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში[14][15][16].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Шанс встать с оружием против этой власти». Бывший российский разведчик перешёл на сторону ВСУ и занялся формированием сибирского батальона (2023-04-19).
  2. Георгий Александров. (2023-04-22) «Нас в Украину приехало уже несколько волн добровольцев». Кто и как набирает россиян в подразделения ВСУ?.
  3. «Я хочу, чтобы Россия распалась». История российского офицера, который воюет на стороне Украины за независимость Якутии (2023-05-18).
  4. Республика Саха. ციტირების თარიღი: 2023-07-24
  5. Ультраправые антипутинцы - с такими друзьями враги не нужны – DW – 03.03.2023. ციტირების თარიღი: 2023-06-07
  6. Георгий Александров. (2023-06-01) Шебекинский рубеж. Воюющие на стороне Украины российские добровольцы вновь организовали нападение на Белгородскую область. ციტირების თარიღი: 2023-06-06
  7. Imperium musi upaść. Rosja? Bóg z nią, jej czas minął [ROZMOWA]. ციტირების თარიღი: 2023-12-17
  8. Юлия Сергеева. (2023-08-10) Пауль и Натан едут на фронт. Взвод «Свободная Ингрия» записывается в ВСУ. Этнические финны-ингерманландцы выступают против. ციტირების თარიღი: 2023-08-11
  9. Levchenko, Taras (2023-04-13). „A Former Russian Military Intelligence Officer Explains Why He's Fighting For Ukraine“. Radio Free Europe/Radio Liberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-03-07.
  10. Некоторые готовы к отправке на фронт. В составе ВСУ появился Сибирский батальон (2023-10-30). ციტირების თარიღი: 2023-10-30
  11. Сибирские повстанцы вступают в борьбу за освобождение Украины (2023-11-22). ციტირების თარიღი: 2023-12-20
  12. Сибирский Батальон. ციტირების თარიღი: 2023-12-08
  13. "Не хотел быть частью фашистской России". Новая группа добровольцев-россиян в "Сибирском батальоне" (2023-12-20). ციტირების თარიღი: 2023-12-20
  14. «Легион „Свобода России“» и «Сибирский батальон» заявили о переходе границы. Российские каналы сообщают о боях в Курской области. ციტირების თარიღი: 2024-03-12
  15. Российские «военкоры» сообщили об атаке вооруженных групп на приграничные районы Белгородской и Курской областей (2024-03-12). ციტირების თარიღი: 2024-03-12
  16. Oglobin, Slava. (2024-03-12) За три дня до президентских выборов сформированные из россиян украинские воинские соединения атаковали приграничные районы Белгородской и Курской областей • «Агентство». ციტირების თარიღი: 2024-03-16