ციკლოალკანი

ციკლოალკანი — ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადები. მათი ზოგადი ფორმულაა CnH2n. უმარტივესი ციკლოალკანის — ციკლოპროპანის ციკლი შედგება CH2 ჯგუფისაგან, ციკლობუტანის კი 4-სგან.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხშირად ციკლოალკანებს უწოდებენ პოლიმეთილენის ნახშირწყალბადებს ან პოლიმეთილენებს, მაგ; ციკლოპენტანს C5H10 ეწოდება პენტამეთილენი, ციკლოჰექსანს C6H12 — ჰექსამეთილენი. პენტამეტილენ და ჰექსამეთილენები ალკინწარმოებულებთან ერთად შედის ნავთობის შემადგენლობაში. ამიტომ მათ ნაფთენებსაც უწოდებენ. ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ციკლოალკანი ნაჯერი აციკლური ნახშირწყალბადების ანალოგიურია.
მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციკლოალკანებს იღებენ სხვადასხვა ხერხით, მაგ; დიჰალოგენიდების ციკლიზაციით, ციკლოალკანების ან არომატული ნაერთების ჰიდრირებით. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ძირითადად ციკლოჰექსანს და მეთილციკლოჰექსანს. ნავთობის არომატიზაციის პროცესში ეს ნახშირწყალბადები გარდაიქმნება ბენზოლად და ტოლუოლად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 213.