ცენტრიოლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცენტრიოლის მოდელი. მიკრომილაკების ცხრა ტრიპლეტით წარმოდგენილი

ცენტრიოლებიუჯრედის ცენტრის, ანუ ცენტროსომას უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები. მდებარეობენ ცენტროსფეროს შუა ნაწილში მდებარეობენ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ცენტრიოლებს 0,3 – 0,6 მკმ სიგრძისა და 0,1 მკმ – მდე დიამეტრის პატარა ღრუ ცილინდ­რის ფორმა აქვს. ცენტრიოლის აგებულების საფუძველია მიკრომილაკების ცხრა ტრიპლეტი, განლაგებული წრიულად, რომელიც ქმნის ღრუს მქონე ცილინდრს. ასეთი ცილინდრის კედელი შექმნილია უფრო მკვრივი ციტოპლაზმის ცხრა ორმაგი მილაკით. უკანასკნელნი განლაგებულნი არიან ერთმანეთის პარალელურად ცენტრიოლების პერიფერიაზე. მათზე მაგრდება 700 Ao დიამეტრის პერიცენტრიოლური სხეულაკები. თავისი ულტრასტრუქტურით ცენტრიოლები ძალიან ჰგავს წამწამებს და განსხვავდება მათგან მხო­ლოდ ზომითა და იმით, რომ ცენტრალური ფიბრილები არ აქვს. ულტრასტრუქტურულ მსგავსებას შეესაბამება კინეტიკური ფუნქცია, რომელიც ამ წარმონაქმნებს ახასიათებს. ცენტრიოლები უშუალოდ დაკავშირებულია მიტოზურ გაყოფასთან. ადრეულ ინტერფაზაში ხდება ცენტრიოლების რედუპლიკაცია, რომლებიც შემდგომში ინტერფაზის განმავლობაში­ ცენტროდესმოზის მეშვეობით შეერთებული რჩებიან და ერთმანეთის მიმართ მართი კუთხით არიან განლაგებული. პროფაზაში რედუპ­ლიცირებული ცენტრიოლები სცილდება ერთმანეთს და განსა­ზღვრავს გაყოფადი უჯრედების პოლუსებს. ამ დროს ისინი კარგად ვლინდებიან, ჰაიდენჰაინის მიხედვით, რკინის ჰემატოქსილინით შეღებილი პრეპარატების სინათლის მიკროსკოპიის დროს. ტერმინი „ცენტრიოლი“ შემოიღო ბოვერიმ, 1895 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]