ცენტრალური დოგმა (მოლეკულური ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალური დოგმა ამბობს რომ გენეტიკური ინფორმაციის გადატანა შესაძლებელია ნუკლეინის მჟავიდან როგორც ნუკლეინის მჟავაში ასევე ცილაში, მაშინ როდესაც შეუძლებელია ინფორმაციის დაბრუნება ცილიდან უკან ნუკლეინის მჟავაში ან მისი გავრცელება სხვა ცილაში.

ცენტრალური დოგმა ჩამოყალიბებული იქნა ფრენსის კრიკის მიერ 1957 წელს და თავდაპირველად გულისხმოდა გენეტიკური ინფორმაციის ნაკადს მიმართულებით: დნმრნმ – ცილა. ფერმენტი უკუტრანსკრიპტაზის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც ახდენს დნმ–ს სინთეზს რნმ–დან, ცენტრლურმა დოგმამ განიცადა ცვლილებები და 1970 შემოთავაზებული იყო კრიკის მიერ დღევანდელი სახით.