ჩხარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. იგი აგებულია ნახევრად დამუშავებული ქვებითა და კირხსნარით. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. ტაძარს გარს უვლის გალავანი, რომელშიც მოქცეულია ორი შენობის საძირკველი, აქედან ერთი სამრეკლო უნდა ყოფილიყო. ეკლესიის ზომება: 11,8 X 16,6 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8395