ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი — საქართველო
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°36′41″ ჩ. გ. 42°40′05″ ა. გ. / 42.611528° ჩ. გ. 42.668250° ა. გ. / 42.611528; 42.668250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველო
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
კურთხევის წელი 2018
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვლადიმერ თუთისანი
თარიღდება 2016 (დაწყება)
2018 (დასრულება)

ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქუმის დასავლეთით 1 კმ-ზე.

ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით იქნა აგებული.

მშენებლობა დაიწყო 2016 და დასრულდა 2018 წელს, კომპლექსის კურთხევა (გახსნა) მოხდა 2018 წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

ტაძარში უნიკალური ხატებია დაბრძანებული, რომელიც ბიზანტიური ტექნიკითაა შესრულებული.

ათონის მთაზე დაწერილი ხატები სპეციალურმა დელეგაციამ საბერძნეთიდან ჩამოიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]