ჩოი მინ ჰო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩვე მინ ჰო)
მინ ჰო

მინ ჰო 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 민호
აგრეთვე ცნობილი როგორც მინჰო
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1991 (1991-12-09) (32 წლის)
დაბ. ადგილი სამხრეთი კორეა
წარმოშობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2008 - დღემდე
ხელმოწერა
საიტი shinee.smtown.com
ჩოი მინ ჰო ვიკისაწყობში

ჩოი მინ ჰო (კორ. 최민호, ჩინ.: 崔珉豪, დ.9 დეკემბერი, 1991, ცნობილი როგორც მინჰო) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი. კორეულ ბოიბენდ Shinee-ს რეპერი და მთავარი ვოკალისტი.

მინ ჰოს სამსახიობო დებიუტი 2010 წლის ნოემბერშ შედგა, დორამაში პიანისტი. იმ დროიდან ის მონაწილეობდა ბევრ პოპულარულ და წარმატებულ პროექტში, მატ შორისაა: „To the Beautiful You“ (2012); „Medical Top Team“ (2013); „ჰვარანი“ (2016). 2016 წლის მაისში შედგა მისი დებიუტი დიდ ეკრანზე ფილმით „ბებია გე ჩუნი“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-09 კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინ ჰომ მოსმენა გაიარა შესარჩევი სისტემით და 2006 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს S.M. Entertainment-თან. 2008 წლის მარტში მონაწილეობას იღებდა ჰა სან ბეგის ჩვენებაზე მოდის კვირეულის ფარგლებში, სეულში. აპრილში ის აარჩიეს ჯგუფ SHINee-ს წევრად. დებიუტი შედგა 2008 წლის 25 მაისს მუსიკალურ შოუში Inkigayo. მინი-ალბომი Replay გამოვიდა 22 მაისს და კარგი შედეგი აჩვენა.

2009 და 2010 წლებში მინ ჰომ მონაწილეობა მიიღო კორეული და იაპონური ვიდეოკლიპის Gee' გადაღებისას, Girls’ Generation-თნ ერთან. ასევე მონაწილეობას იღებდა VNT-ს კლიპში, რომელიც Sound-ის დებიუტისთვის იყო. 2009 წელს მინ ჰო გახდა შოუს წინ! ოცნების გუნდო მუდმივი წევრი.

2010-15: დაწერილი სიმღერები და სამსახიობო დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს მინჰო გადაიღეს დორამაში პიანისტი, სადაც მისი პარტნიორი იყო ხან ჩი ჰე. 2011 წელს შეასრულა ჰაკერის როლი.

2012 წელს მინ ჰომ მიიღო მთავარი როლი დორამაში თქვენთვის ყველა ფერში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სოლი (F(x)-ის წევრი) და ლი ჰიონ უ. სერიალი იპონურის ანალოგს წარმოადგენს. მისი ტრანსლირება 15 აგვისტოს დაიწყო. მინ ჰონს სპორტსმენის როლის შესასრულებლად მოუწია ვარჯიში კიმ ტე იონთან. მისი რეკორდი ხტომაში 175 სანტიმეტრი იყო.

2012 წლის სექტემბერში JQ-მ, რომელიც SM-ში მუშაობდა და იყო ასევე SHINee-ს რეპ-ინსტრუქტორი, დააფასა მინ ჰოს შესაძლებლობები და მოუწონა იდეები. ის ასევე განსაკუტრებულად კმაყოფილი იყო Juliette-ში შესრულებული რეპით. მინ ჰო მონაწილეობდა ჯგუფის სიმღერების შექმნაში სადებიუტო ალბომში The SHINee World.

2013 წლის ივლისში მინჰო დაუბრუნდა პატარა ეკრანებს დორამით მედიცინის გენია. რეიტინგი აღმოჩნდა დაბალი და სიუჟეტმა გამოიწვია კრიტიკა, რადგააც ისტორია იყო ვრცელი და მთავარი იდეა იკარგებოდა. მიუხედავად ამისა, მინ ჰოს როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი კარიერული წინსვლაც აღინიშნა.~

2015 წელს მინ ჰომ მიიღო მთავარი როლი დორამაში იმიტომ, რომ პირველადაა, სადაც მისი პარტნიორი იყო პაკ სო დამი. დორამის ტელეჩვენება სექტემბერში დაიწყო. სულ გადაიღეს რვა ეპიზოდი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინ ჰომ დაამთავრა საშუალო აფილირებული სკოლა კონკუკის უნივერსიტეტში 2010 წლის 10 თებერვალს. ჩასარიცხი გამოცდების გავლის შემდეგ ის მიიღეს კოლეჯში არასრული სასწავლო გრაფიკით. მისი სპეციალობაა ხელოვნება და კულტურა კინოში, რომელიც 2015 წელს დაამთავრა. მისი მამა - ჩვე იუნ კიუმი - ცნობილი სამხრეთ კორეელი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელია. მინ ჰომ გენეტიკურად მიიღო კარგი ფიზიკური შესაძლებლობები, რომელიც არაერთხელ უჩვენებია სხვადასხვა შოუზე. ჩვემ ასევე წარმატება მოუტანა საკუთარ ჯგუფს სხვა ვარსკვლავებთან შეჯიბრისას[1]. თავდაპირველად მინ ჰოს სურდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდარიყო, როგორც მისი მამა, მაგრამ იუნ კიუ არ დაეთანხმა მის აზრს და განაცხადა: „სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდოდა ის ჩემს კვალს გაჰყოლოდა... როცა მე ვთამაშბდი ეს იყო ძალიან რთული და შეურაცხმყოფელი იმ დროს. სალხში მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი და ისევ ვუბრუნდებოდი ვარჯიშს. მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ მთხოვდა შვილი ღამე სახლში დარჩენას“. მან ასევე როგორც მწვრთნელმა განაცხადა, რომ მინ ჰო ვერ შეძლებდა კარგ ფეხბურთელობას, რომ ის არის მებრძოლი ადამიანი, მაგრამ მისი მუშაობის ფარგლები მცირეა[2].

ელჩის როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მინ ჰო საპატიო ელჩი გახდა[3]. 2014 წელს იმ იუ ნასთან ერთად გახდა გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი[4]. ამავე წელს ის მოხვდა საუკეთესო კორეელი ვარსკვლავების სიაში. მისი შემოსავალი შეადგენდა 300 მილიონ ვონს[5].

2017 წლის ნოემბრეში მინ ჰო და აშშს პირველი ლედი მელანია ტრამპი მონაწილეობდნენ კამპანიაში Girls Play 2, რომელიც ჩატარდა კორეაში, აშშ საელჩოში. ღონისძიება მიეძღვნა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2018[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What if idols were soccer players?. The Korea Herald. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  2. In football and K-pop, like father, like son. Joins. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  3. [사진샤이니 민호, '청소년 홍보대사 위촉']. Osen. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  4. SHINee, Girls' Generation stars promote UNICEF. The Korea Times. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  5. 中대륙 뒤흔든 김수현·이민호, CF 10억 '훌쩍'. Hankyung. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 2, 2018. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  6. Melania Trump meets Minho of Shinee. The Korea Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2017. ციტირების თარიღი: March 14, 2018.