ჩერნიშოვის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნიშოვის ქედი
კოორდინატები: 55°00′ ჩ. გ. 123°30′ ა. გ. / 55.000° ჩ. გ. 123.500° ა. გ. / 55.000; 123.500
ქვეყანა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ამურის ოლქი
უმაღლესი წერტილი ლუკინდა
სიმაღლე 1572 
სიგრძე 120 კმ
ამგებელი ქანები გრანიტი, კრისტალური ფიქლები
ჩერნიშოვის ქედი — რუსეთი
ჩერნიშოვის ქედი

ჩერნიშოვის ქედი (რუს. Хребет Чернышёва) — ქედი რუსეთის ამურის ოლქში, იმიერბაიკალეთისა და ამურისპირეთის მთათა სისტემების შესაყარზე, ტეკურინგრაჯაგდის მთების ჯაჭვის დასავლეთი რგოლი. ჰყოფს მდინარეების ნიუკჟის (ოლიოკმის აუზი), ოლდოისა და ტინდის (ამურის აუზი) ხეობებს. მისი სიგრძეა 120 კმ. სიმაღლე 1572 -მდეა (მთა ლუკინდა). აგებულია გრანიტითა და კრისტალური ფიქლებით. თხემი მობრტყელებული და ტალღოვანია. გავრცელებულია მთის ტაიგა; ზევით კალთებზე იზრდება ქონდარა ფიჭვი. ატარებს რუსი გეოლოგის, ფეოდოსი ჩერნიშოვის სახელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]