ჩაწყობილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაწყობილა (ლათ. Lathraea) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა, მრავალწლიანი უქლოროფილო პარაზიტული ბალახოვანი მცენარეები.

5-7 სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. ევრაზიაში გვხვდება ქერქლოვანი ჩაწყობილა (ლათ. Lathraea squamaria). მისი დატოტვილი ფესურა დაფარულია ქერქლისებრი ფოთლებით. ადრე გაზაფხულზე მიწის ზემოთ ამოდის მოვარდისფრო-მოთეთრო ღერო ჟოლოსფერ-ვარდისფერი თავჩაქინდრული ყვავილედით. იზრდება დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში.

გავრცელებულია ევროპულ ნაწილსა და კავკასიაში, საქართველოში, კერძოდ — აფხაზეთში. საქართველოშივე გვხვდება ჩაწყობილას მეორე სახეობაც — ლათ. Lathraea erecta. ორივე სახეობა სხვადასხვა ხის ფესვებზე პარაზიტობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]