ჩარენსის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩარენსის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმი — კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც მდებარეობს ერევანში, არამის ქუჩაზე 1. აღნიშნულ მუზეუმში სომხური ლიტერატურის, თეატრის, მუსიკისა და კინოს მნიშვნელოვანი ფონდია განთავსებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს ფილოლოგმა და ისტორიკოსმა ერევან შაჰზიზმა ერევანში დააფუძნა სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული მუზეუმის ისტორიული განყოფილება არსებული სომხეთის განათლების კომისარიატში.

1935 წლის 16 მაისს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი გამოირჩეოდა, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. აღნიშნული მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ხორენ სარგსიანი.

1942 წლის 21 ივლისს ლიტერატურული მუზეუმი შედიოდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სომხეთის ფილიალში, როგორც ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ფილიალი. 1953 წლის მაისიდან კი იგი გადავიდა სომხეთის სსრ კულტურის სამინისტროში, როგორც სომხეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის განყოფილება. 1934 წელს ერევნის კონსერვატორიაში რომანოზ მელიქიანის მემორიალური ოფისი გაიხსნა. 1935 წელს დრამატურგმა სარგის მელიქსეტიანმა მოაწყო ერევნის თეატრის მუზეუმი. 1954 წელს ეს სამი ორგანიზაცია გაერთიანდა ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმში, რომელიც 1963 წლამდე იყო სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნაწილი, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაცია. 1977 წელს მუზეუმი შეავსეს კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული მასალებით. 1967 წლიდან მიიღო ჩარენსის სახელი.

მუზეუმი მოეწყო 5 საგამოფენო დარბაზში, რომლის საერთო ფართია 300 კვ.მ. აქ არის განთავსებული ორ დიდი დარბაზში - სომხური ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკალური ხელოვნება.

სამუზეუმო მასალები მოიცავს: ასობით მწერლის, მხატვრის, საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო და კულტურული ინსტიტუტების, მუსიკისა და თეატრალური ჯგუფების, პროფკავშირების, ხელნაწერების, წერილების, დოკუმენტების, დოკუმენტური ფილმების, ნოტებისა და ა.შ. ფოტომასალას, პლაკატებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, პერსონალური ნივთებს, კოსტუმებს, დეკორატიულ საგნებს, სუვენირებს, სახელმწიფო ჯილდოებს, მონეტებს, იარაღებს, ფილმებს, ანტიკვარულ წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ნახატებს, კარიკატურებს, ქანდაკებებს და ა.შ.

ლიტერატურული და მხატვრული შემოქმედებითობა წარმოდგენილია ძირითადად მიმართულებები და სკოლებით.

მუზეუმი აქვეყნებს აკადემიურ წიგნებს და სპეციალურ პრეზენტაციას უძღვნის სომეხ ლიტერატურულ მოღვაწეებს. მისი ამჟამინდელი დირექტორი არის დოქტორი ჰენრიკ ბაკჩინიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ե. Չարենցի անվան գրականության և արվեստի թանգարան, Ուղեցույց, 2009, ISBN 978-99930-60-86-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]