შტეფან ქუანდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტეფან ქუანდტი (გერმ.: Stefan Quandt) (დ. 1966, ბად-ჰომბურგი, გერმანია) — გერმანელი მრეწველი, ქუანდტების დინასტიის წევრი, ბე-ემ-ვეს (17,4%) თანამფლობელი, მილიარდერი (4,55 მლრდ - 2005

შტეფან ქუანდტი ცნობილი გერმანელი მრეწველებისა და მილიარდერების ჰერბერტ ქუანდტის ვაჟი და გიუნთერ ქუანდტის შვილიშვილია. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედასთან იოჰანა ქუანდტან და დასთან სუზანე კლატენთან ერთად ბე-ემ-ვეს დირექტორიის წევრია. 1989 წელს მან დააარსა სტრატეგიული მენეჯმენტისა და ჰოლდინგის სააქციო საზოგადოება „დელტონი“, რომლის აქციების 100% თვითონ ფლობს.

გარდა ამისა იგი ფლობს შემდეგი ფირმების სააქციო წილებს:

  • ჰეელი - ფარმაცევტული ფირმა
  • სედო ჰაუსჰოლდ პროდაქტს გრუპი - საოჯახო ნივთების მაწარმოებელი ფირმა
  • თილ ლოგისტიკი - საერთაშორისო ტრანსპორტის ფირმა
  • ცეაგი - ენერგოფირმა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]