შონდონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონდონგი
hang Sơn Đoòng
კოორდინატები: 17°27′25″ ჩ. გ. 106°17′15″ ა. გ. / 17.45694° ჩ. გ. 106.28750° ა. გ. / 17.45694; 106.28750
ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
სიგრძე 9000 მ
სიღრმე 1560 მ
მოცულობა 38,5 მლნ. მ³
აღმოჩენის წელი 1991
შესასვლელთა რაოდენობა 2
ამგებელი ქანები კირქვა
შონდონგი — ვიეტნამი
შონდონგი

შონდონგი (ვიეტ. hang Sơn Đoòng) — მღვიმე ვიეტნამში. მდებარეობს ცენტრალურ ვიეტნამში, ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. დედაქალაქ ჰანოიდან სამხრეთით 450 კმ-ში. გამომუშავებულია კირქვებში. ამჟამად მსოფლიოს უდიდესი მღვიმეა. მაქსიმალური სიღრმე 1560 მ, სიგრძე დაახლოებით 9 ათასი მ. მოცულობა 38,5 მლნ. მ³. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მღვიმე ცნობილია 1991 წლიდან. 2009 წლის აპრილში ბრიტანელმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმური ნაწილები. გაედინება მიწისქვეშა მდინარე, რომელიც ხანგამოშვებით ტბორავს მღვიმის ზოგიერთ ნაწილს. აქვს მეტად ფართო და მაღალი შესასვლელები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]