შინაარსზე გადასვლა

შოთა ვადაჭკორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა იპოლიტეს ძე ვადაჭკორია (დ. 21 თებერვალი, 1928, თბილისი, — გ. 9 დეკემბერი, 2005, იქვე) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1953 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის („ზარია ვოსტოკა“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „სახალხო განათლება“, „ლელო“) და ჟურნალ „ჟურნალისტის“ (1993–1995 წლებში მთავარი რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, ხოლო 1966–2003 წლებში ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. 1966–1967 წლებში იყო სიტყვანისა და სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე, 1967–1993 წლებში ენისა და ლიტერატურის რედაქციის გამგე, 1995–2003 წლებში სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე. 1953 წლიდან სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ–კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა „პირველი ჩემპიონები“ (1965). 1987 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა „კუპრა”. ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: „ნოვოკაინი“ (1988), „შურისგება“ (1989) და სხვ. აღსანიშნავია რომანი–დილოგია (I წიგნი „მზის თვალი“, თბ. 1977, II წიგნი „ლოტოსის ფურცლები“, თბ. 1984), რომლებშიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტილიგენციის ყოფა–ცხოვრება.

  • 1988 – საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1984 – საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ებრაელთა საკითხი და ქართული სინამდვილე (1921–1940) (ავტორი) თბილისი, მემატიანე, 2005 222გვ.
  • კუპრა : მოთხრობა საშ. სასკ. ასაკის ბავშვთათვის (ავტორი) თბილისი, ნაკადული, 1986 111გვ.
  • ლოტოსის ფურცლები : რომანი (ავტორი) თბილისი, მერანი, 1984 445გვ.
  • მზის თვალი : რომანი (ავტორი) თბილისი, საბჭ.საქართველო, 1977 310გვ.
  • ავალიანი ლ., ვადაჭკორია, შოთა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 130.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]