შისტოსომოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შისტოსომოზი, შისტოსომატოზი — ადამიანისა და ცხოველების ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევენ ტრემატოდების კლასის შისტოსომატიდების ოჯახის ჰელმინთები. ადამიანის შისტოსომოზი გავრცელებულია უმეტესად ტროპიკულ ქვეყნებში. შისტოსომების გვარის დედალი გამომწვევი დებს კვერცხებს შარდის ბუშტისა და ნაწლავების წვრილ კაპილარებში, საიდანაც კვერცხები გამოიყოფა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]