შვიდი საყვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვიდი საყვირი

შვიდი საყვირი ნახსენებია იოანეს გამოცხადებაში, სადაც აღწერილია აპოკალიფსის მოვლენები, რომელიც იოანე მოციქულმა საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებისას იხილა. შვიდი საყვირი შვიდ ანგელოზს მიეცემა, რომლებიც მას მეშვიდე ბეჭდის ახსნის შემდეგ ჩაბერავენ.[1]

პირველი საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამოვა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, რომელიც თავს დაატყდება მიწას, დაწვავს ხეთა მესამედს და გადაბუგავს მწვანე ბალახს.[2]

მეორე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვაში ჩავარდება „თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე“. ამის შემდგომ ზღვის მესამედი სისხლით იქცევა წყლისქვეშ მცხოვრებთა ერთი მესამედი ამოწყდება, ხოლო ხომალდთა მესამედი დაიღუპება.

მესამე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოვარდება ზეციდან „ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი“, რომელიც წყაროებისა და მდინარეების მესამედს დაეცემა, ბევრი ადამიანი დაიღუპება მისი სიმწარისგან.

მეოთხე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ერთი მესამედი დაბნელდება. ამის შემდგომ მოდის უბედურების მომასწავლებელი საყვირები (მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე).

მეხუთე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიღება უფსკრულის ჯურღმული და მიეცა მისი გასაღები ანგელოზს. გააღებს ანგელოზი ჯურღმულს და ამოვა იქიდან კვამლი, რომელიც მზეს და ჰაერს დააბნელებს. კვამლიდან გამოვლენ კალიები, რომელთაც მორიელთა მსგავსი ძალაუფლება მიეცემათ. ეთქმევათ მათ, რომ არ დაეზიანებინათ ბალახეულობა, მწვანილეულობა და ხე, შეხებოდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებათ შუბლზე. მიეცათ უფლება ეწამებინათ ისინი ხუთ თვეს, მაგრამ არ დაეხოცათ. მათი წამება ჰგავდა მორიელისგან ადამიანის დაგესვლას. და მიეცემათ მათ უფლება, რომ არ დახოცონ, არამედ მხოლოდ აწამონ ისინი ისინი ხუთ თვეს; და მათი წამება ემგვანება მორიელისგან ადამიანის დაგესვლას. კალიებს ადამიანთა მსგავსი სახეები ექნებათ, ემგვანებიან „საომრად გამზადებულ ცხენს“, ექნებათ ქალის მსგავსი თმა და ლომის ეშვების მსგავსი კბილები. კალიებს რკინის მსგავსი ჯავშანი და მორიელის მსგავსი კუდი ექნებათ. მათი მეფე იქნება უფსკრულის ანგელოზი აბადონი.[3]

მეექვსე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე საყვირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]