შერონ კოვაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერონ კოვაქსი

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Kovacs
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1990 (1990-04-15) (34 წლის)
დაბ. ადგილი ნიდერლანდები
წარმოშობა ჰოლანდიელი
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 2014 - დღემდე
საიტი kovacsmusic.com
შერონ კოვაქსი ვიკისაწყობში

შერონ კოვაქსი ცნობილი სასცენო სახელით Kovacs (დ. 15 აპრილი, 1990)[1]ნიდერლანდელი მომღერალი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება ეინდჰოვენში (ნიდერლანდები) მიიღო, სწავლობდა როქ სითს ინსტიტუტში. უნივერსიტეტი დაამთავრა 2013 წელს. 2014 წელს იგი მუშაობდა პროდიუსერ ოსკარ ჰოლმანთან ერთად, როდესაც ჩაწერა მისი პირველი სინგლი „My love", რომელიც ნაწილობრივ კუბაში შეიქმნა. მისი როგორც მომღერლის კარიერა დაიწყო 2014 წელს, ნიდერლანდურ რადიო-კონკურსში გამარჯვებით. [2] 2014 წელს მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის კონცერტებში, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის პოპულარობას. დიდი წარმატება იყო 2014 წლის 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ტელე-კონკურსის მოგება, რამაც ის მთელ ნიდერლანდებში ცნობილი გახადა. მისი ჟანრი ძირითადად მოიცავს Soul & Jazz-ს. ამ ჟანრში მას უკვე ათამდე პრიზი აქვს მოპოვებული.[3]

მისი პირველი ალბომი Shades of black 2015 წლის აპრილში გამოვიდა. ამ ალბომიდან მსმენელს განსაკუთრებით მოეწონა „The devil you know' და „50 Shades of black. სიმღერის ტექსტსაც და მუსიკასაც ის თავად ქმნის. მომღერლის განცხადებით, სიმღერების წერის ადრეულ წლებში მასზე იმოქმედა როგორც ჩრდილო-ევროპულმა ფოლკოლრმა, აღმოსავლურმა კულტურამ და თეოლოგიამ. მისი თქმით, ის მომავალშიც მსგავს სტილში აპირებს შემოქმედების გაგრძელებას და ასევე აპირებს უფრო ღრმად შეისწავლოს როგორ აზიური, ისე სკანდინავიური და კელტური კულტურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Albums by Kovacs: Discography, songs, biography, and listening guide – Rate Your Music. rateyourmusic.com.
  2. Kovacs biografie დაარქივებული 2019-03-28 საიტზე Wayback Machine. , 3FM.nl.
  3. Winnaar Radio 6 Award Beste Soul & Jazz Talent. NPO Radio 6 Soul & Jazz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2017-12-31.