შეპირაპირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოსური ხომალდ „სოიუზის“ შეპირაპირება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდულ „რასვეტთან“

შეპირაპირება — კოსმოსური საფრენი აპარატების ან მათი ნაწილების დაახლოება და შეერთება ორბიტაზე. შეპირაპირება შეიძლება მოხდეს ავტომატურად ან ხელით (კოსმონავტების მიერ). პირველი შეპირაპირება განხორციელდა ხელით 1966 წლის 16 მარტს ამერიკული კოსმოსური ხომალდის „ჯემინი 8“-ის ეკიპაჟის მიერ (რაკეტასთან „აჯენა“), ხოლო პირველი ავტომატური შეპირაპირება, კი — 1967 წლის 30 ოქტომბერს ორ საბჭოთა ხელოვნურ თანამგზავრს — „კოსმოს-186“ და „კოსმოს-188“-ს — შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]