შაჰიდ კაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰიდ კაპური

შაჰიდ კაპური (დ. 25 თებერვალი, 1981, ნიუ-დელი) — ინდოელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰიდი ცნობილი ინდოელი მსახიობისა და რეჟისორის პანჯარ კაპურის და ინდოელი მსახიობისა და პროფესიონალი მოცეკვავის ნილიმა აზიმის შვილია. ის მე-4 კლასამდე „gian Bharti“-ის სკოლაში სწავლობდა.

1984 წელს, როცა შაჰიდი სამი წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა ბომბეიში გადავიდა საცოვრებლად. გარკვეული დროის შემდეგ, 11 წლის შაჰიდი დედასთან ერთად ასევე, ბომბეიში გადავიდა, რათა მამასა და შვილს შორის ურთიერთობა დამყარებულიყო. შაჰიდმა სწავლა ბომბეიში Rajhans Vidyalaya-ის სკოლაში დაასრულა. ამის შემდეგ ერთი წელი მან „Mithibhai“-ის კოლეჯში ხელოვნების განყოფილებაზე ისწავლა. ორი წელი სწავლობდა Shiamak davar-ის ცეკვის აკადემიაში (SDIPA), საიდანაც იგი 1999 წელს მოცეკვავის როლში მიიწვიეს სუბჰაშა გჰაიას ფილმში „სიყვარულის რიტმები“, აიშვარია რაისთან, ანილა კაპურთან და აკშეი კჰაანთან ერთად, მთავარ როლში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წელი ის საზღვარგარეთ გაემგზავრა. 18 წლის ასაკში მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა უკან, რომ სერიოზულად დაკავებულიყო შოუ-ბიზნესით. შაჰიდი არჩევანის წინაშე იდგა — რეჟისორობა, მსხიობობა, თუ ოპერატორობა? ის ამ დროს უკვე მუშაობდა შიამაკას ცეკვის აკადემიაში ინსტრუქტორად, რომ დამწყები სტუდენტებისთვის ცეკვა ესწავლებინა. მოულოდნელად, იგი მიიწვიეს „კომპანიის“ რეკლამისთვის სინჯებში მონაწილეობის მისაღებად. ორი დღის შემდეგ, შაჰიდმა შეიტყო, რომ ის დაამტკიცეს PEPSI-ის რეკლამაზე შაჰ რუჰ ხანთან, კაჯოლთან და რანი მუკჰერჯისთან ერთად. იგრძნო რა თავისი ნამდვილი მოწოდება, შაჰიდმა ქორეოგრაფიის აკადემიაში მასწავლებლობას თავი დაანება და ნასირუდინ შაჰთან და სატიადევა დუბეისთან სამსახიობო სემინარებზე დაიწყო მეცადინეობა. ამასთან ერთად, სარეკლამო რგოლებში გადაღებები გააგრძელა. გადაიღეს აგრეთვე რამდენიმე ვიდეო კლიპში. მსახიობმა თავის მამასთან ერთადაც იმუშავა სერიალებში: «MOHANDAS B.A.» и «L.L.B» ოპერატორად.

შაჰიდს უკვე დიდი ხანია სერიოზულად შესთავაზეს ჭეშმარიტ მსახიობობაზე ეფიქრა. მან გარეგნობა მოიწესრიგა, ვარჯიშის შედეგად მუსკულატურა დაიყენა და თავისი ფოტოები ბოლივუდის აგენტებს დაუგზავნა ქასთინგებისთვის. მას მთავარი როლი შესთავაზეს რეჟისორ კენ გჰოშას ახალგაზრდულ კომედიაში „როგორია ეს, სიყვარული“, სადაც შაჰიდის პარტნიორები იყვნენ ასევე, ახალგაზრდა და უცნობი გოგონები: ტელეწამყვანი (Shenaz Treasurywala) შენაზ ტრეჟარივალა და მდიდარი მშობლების ქალიშვილი (Amrita Rao) ამრიტა რაო. სამთავეს ფილმმა წარმატება მოუტანა. 2003 წელს Filmfare Awards -ზე შაჰიდი „საუკეთესო დებიუტანტად“ აღიარეს და მრავალწლიანი კონტრაქტი დაუდეს კინოკომპანიასთან TIPS. თავად ფილმი კი - ყველაზე შემოსავლიან ფილმთა ათეულში მოხვდა.

მომდევნო წელს მსახიობი კვლავ გადაიღეს რეჟისორ კენ გჰოშას თრილერში „სიყვარულში თამაში“, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ: კარინა კაპური და ფარდინ ხანი. გაქირავებაში ფილმს ფული არ შემოუტანია, მაგრამ კაპურის მიერ შესრულებულმა როლმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

2005 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო აგრეთვე სამ ფილმში, მაგრამ საყოველთაო აღიარებისგან ჯერ კიდევ შორს იყო. მაგრამ დადგა ნანატრი დღეც. ჯონ მეთიუმ გადაიღო დრამა „არაშემთხვევითი ნაცნობები“, სადაც მსახიობმა ბრწყინვალედ ითამაშა, რასაც კრიტიკოსებს შორის ხმაურიანი გამოძახილები მოჰყვა. ის, Star Screen Award -ზე წარადგინეს ნომინაციაში როგორც „საუკეთესო მსახიობი“.

2006 წლიდან კაპურის სამსახიობო კარიერაში განსაკუთრებული მომენტი დგება. მან მულტივარსკვლავის ტიტული და დიდი შემოსავალი მოიპოვა ფილმში „ჩაინ თაუნის კაზინო 36“ შესრულებული როლით. ფილმს არნახული წარმატება ხვდა წილად. კრიტიკოსები აღტაცებას ვერ მალავდნენ. იმავე წელს, შაჰიდ კაპურმა ახალი რელიზი შესთავაზა მაყურებელს ფილმით „შეცდომების კომედია“. ამ ფილმმაც დიდი შემოსავალი მოიტანა. ასეთივე წარმატება მოუტანა მას ფილმმა „ნიშნობა“. ამ ფილმში კაპურის მიერ შესრულებული როლი ერთნაირი წარმატებით შეაფასა როგორც მაყურებელმა, ისე კინოკრიტიკამ და იგი მეორედ გავიდა Star Screen Awards-ის ნომინაციაზე.

2006 წლის მთელი ზაფხულის მანძილზე, შაჰიდ კაპური თავის პირველ მსოფლიო the Rockstars Concert ტურნეში იმყოფებოდა ბოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად.

2007 წელს შაჰიდ კაპური ორ ფილმში გამოჩნდა: აჰმედ კჰანის კომედიაში „სრული ფინიში“, სადაც ფილმმა სრული კრახი განიცადა მსახიობთან ერთად. მაგრამ, ძალიან დიდი წარმატება და აღიარება ხვდა მეორე - რომანტიკულ კომედიაში „როცა ჩვენ შევხვდით“, რომელიც იმთიაზა ალიმ გადაიღო. აქ შესრულებული როლით მსახიობი რამდენიმე ნომინაციაში გავიდა როგორც „საუკეთესო მსახიობი“.

2008 წელს მსახიობმა მხოლოდ ერთ ფილმში „წარმატების თილისმა“ ითამაშა და მუშაობა დაამთავრა ფილმზე „სკოლა“, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. ამავე წელს ის გადაიღეს ვიშალ ბჰარდჯავას ფილმში „არამზადა“. ასევე გადაიღეს კიდევ რამდენიმე ფილმში.

2015 წელს მსახიობი გახდა Star Screen Awards-ის ლაურეატი „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]