შახტის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შახტის ალექსანდრე ნეველის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა შახტი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
საიტი http://alexandrovsk-g-2.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება ??? — 1888
დეტალები
მასალა ხე
გარე სურათები
ახალი ეკლესიის დროებითი სათავსო

შახტის ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Церковь Александра Невского) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

ეკლესია ააგეს დაახლოებით 1888 წელს. 1938 წელს დიდი საბჭოთა რეპრესიების პერიოდში ეკლესია დახურეს და დაანგრიეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შახტის ალექსანდრე ნეველის ეკლესია ააგეს 1888 წელს. ეკლესია იყო ხისგან აგებული და ჰქონდა ერთი საკურთხეველი. 1891 წელს ეკლესიის კედლები მოხატეს. 1906 წელს მიაშენეს ახალი საკურთხეველი, რომელიც უფლის აღდგომის სახელზე იყო ნაკურთხი. 1896 წლის მონაცემებით ეკლესიის შტატში ირიცხებოდა ორი მღვდელი, ერთი დიაკვანი და ორი მეფსალმუნე. ეკლესიის სამრევლოში შედიოდა ასევე ხუტორები აიუტინსკი, ნოვოგრუშევსკი, მაქსიმოვკა და პოპოვი[2].

რუსეთის სამოქალაქო ომის შემდეგ, 1923 წელს ეკლესია დახურეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ძალისხმევით კვლავ გაიხსნა. 1938 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმიდნარე დიდი რეპრესიების პერიოდში ეკლესია საბოლოოდ დახურეს და დაანგრიეს[3].

დღესდღეობით შახტში, ფრუნზეს სახელობის დასახლებაში მიმდინარეობს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც კვლავ ალექსანდრე ნეველის სახელზე იქნება ნაკურთხი[4]. ამჟამად ღვთისმსახურება მიმდინარეობს დროებით მოწყობილ სამლოცველოში[5]. ეკლესიის წინამძღვარია თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი - გიორგი ბოლოცკოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]