შარლოტ ბობკეტსის მთავარი მწვრთნელები
იერსახე

შარლოტ ბობკეტსი (ინგლ. Charlotte Bobcats) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 2004 წელს. გუნდის სათამაშო ბაზაა Time Warner Cable Arena, რომელიც მდებარეობს შარლოტში, ჩრდულოეთ კაროლინის შტატში. ბობკეტსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში და აღმოსავლეთ კონფერენციაში. გუნდის მფლობელი არის NBA და კალათბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა - მაიკლ ჯორდანი. 8 წლიანი ისტორიის მანძილზე, გუნდმა მხოლოდ ერთხელ შეძლო პლეიოფში ასპარეზობა 2009-2010 წლის სეზონში, როდესაც რეგულარული სეზონი 44-38 დაამთავრეს.
მნიშვნელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| GC | რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში |
| W | გამარჯვება |
| L | წაგება |
| W% | გამარჯვების % |
| # | მერამდენე მწვრთნელი იყო[a] |
| * | სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ბობკეტსში |
| † | არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი |
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა შესწორებულია 2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ
| # | სახელი | წლები[b] | GC | W | L | Win% | GC | W | L | Win% | მიღწევა |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| რეგულარული სეზონი | პლეი-ოფი | ||||||||||
| 1 | ბერნი ბიკერსტაგი | 2004-2006 | 246 | 77 | 169 | .313 | — | — | — | — | |
| 2 | სემ ვინსენტი* | 2007-2008 | 82 | 32 | 50 | .390 | — | — | — | — | |
| 3 | ლარი ბრაუნი† | 2008-2010 | 192 | 88 | 104 | .458 | 4 | 0 | 4 | .000 | |
| 4 | პოლ სილასი | 2010-2011 | 120 | 32 | 88 | .267 | — | — | — | — | |
| 5 | მაიკ დანლეფი | 2012-დღემდე | — | — | — | — | |||||
აღნიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- a ბობკეტსის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
- b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.