შანელ ტერერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანელ ტერერო
Chanel Terrero Martínez

შანელი 2022 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1991
დაბ. ადგილი კუბა
წარმოშობა კუბის დროშა კუბა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი, მსახიობი
აქტიური 2009 —
ლეიბლ(ებ)ი
შანელ ტერერო ვიკისაწყობში

შანელ ტერერო მარტინესი (ესპ. Chanel; დ.28 ივლისი, 1991, კუბა) — ესპანელ-კუბელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი, რომელიც მუშაობდა რამდენიმე სასცენო მიუზიკლში. მან ესპანეთი 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, მას შემდეგ, რაც შიდაშესარჩევი კონკურსი Benidorm Fest 2022 მისი სადებიუტო სინგლით "SloMo" მოიგო.[1] ევროვიზია 2022-ზე მან 459 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო ადგილია ესპანეთისთვის 1995 წლის კონკურსის შემდეგ.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანელი ჰავანაში, კუბაში დაიბადა, მაგრამ სამი წლის ასაკში ოლესა დე მონსერატში, კატალონიაში, ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ოჯახის ნაწილი წარმოშობით ესპანელია. შანელი სამსახიობო კარიერის დასაწყებად მადრიდში გადავიდა. 2010-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღო სასცენო მიუზიკლებში, როგორიცაა Mamma Mia!, Flashdance, Elguardespaldas და El rey león.[2] 2010 წელს ის იყო შაკირას მოცეკვავე MTV Europe Music Awards-ზე სპექტაკლისთვის.[3] ის ასევე იყო მოცეკვავე ესპანურ შოუში "Tu cara me Sonya" Antena 3-ზე.[4][5]

შანელმა მონაწილეობა მიიღო Benidorm Fest-ში 2022 წელს სადებიუტო სინგლით "SloMo". მისი სპექტაკლის ქორეოგრაფი იყო კაილ ჰანაგამი,[6], რომელიც ასევე მუშაობდა ჯენიფერ ლოპესთან, ბრიტნი სპირსთან და ბლექპინკთან, სხვა შემსრულებლებთან ერთად. მან მოიგო პირველი ნახევარფინალი 2022 წლის 26 იანვარს,[7] და ასევე ფინალი 29 იანვარს. სწორედ ამ გამარჯვებით ის გახდა ესპანეთის წარმომადგენელი იტალიის ქალაქ ტურინში, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.[8][9][10] ევროვიზიის ფინალში სიმღერამ მესამე ადგილი დაიკავა, რაც 1995 წლის შემდეგ ესპანეთის საუკეთესო შედეგი იყო. კონკურსის შემდეგ სიმღერა გავიდა ესპანეთის სინგლების ჩარტში და მოიპოვა სამმაგი პლატინის სერთიფიკატი.[11][12] 2023 წლის 14 და 15 აპრილს შანელმა მონაწილეობა მიიღო LOS40 Primavera Pop-ის ფესტივალზე.[27] მან შეასრულა თავისი სინგლები "Toke", "SloMo" და მისი ახალი სინგლი "Clavaíto".[13][14] 2023 წლის 19 მაისს მან გამოუშვა თავისი მეოთხე სინგლი სახელწოდებით "P.M.". 2023 წლის 23 ივლისს მან დაანონსა თავისი ახალი სინგლი, საერთო ჯამში მეხუთე, სახელწოდებით "Ping Pong".[15] 2023 წლის 18 აგვისტოს პერფორმანსი გამართა პროექტ Água-ს პირველი კონცერტზე და წარადგინა სამი ახალი სიმღერა: "House Party", "Lucky Me" და "Loka".[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Farren, Neil. (2022-01-30) Spain: Chanel to Eurovision 2022 en. ციტირების თარიღი: 2022-01-30
  2. CÓRDOBA, Diario. (2022-01-31) VÍDEO | El día que Chanel hizo vibrar a Córdoba con su voz es. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  3. Javier Silvestre. (27 January 2022) ¿Quién es Chanel, la sorprendente ganadora de la primera semifinal del Benidorm Fest? es. ციტირების თარიღი: 30 January 2022
  4. Tres imitaciones perfectas con las que Chanel Terrero sorprendería en 'Tu cara me suena' es (2018-02-12). ციტირების თარიღი: 2022-02-02
  5. RTVE.es. (2022-01-31) Ya habías visto a Chanel en alguna serie, y no te acordabas es. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  6. Sevilla, Diario de. (2022-01-31) Chanel: "Me he criado aquí y yo soy española" es-ES. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  7. Megan Davies. (26 January 2022) Spain: Four Qualify from Benidorm Fest First Semi-Final en. ციტირების თარიღი: 30 January 2022
  8. Neil Farren. (29 January 2022) Spain: Chanel to Eurovision 2022 en. ციტირების თარიღი: 30 January 2022
  9. Martín, Sergio López. (2022-01-29) Chanel (Benidorm Fest): "Me halaga que me comparen con Eleni Foureira pero no tenemos nada que ver" es. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  10. Rigoberta Bandini acaba así con la polémica por la victoria de Chanel Terrero es (2022-01-31). ციტირების თარიღი: 2022-02-02
  11. Weekly charts - Charts - Promusicae - Productores de Música de España. ციტირების თარიღი: 2022-05-24
  12. Single SloMo - Promusicae - Productores de Música de España. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  13. Weekly charts - Charts - Promusicae - Productores de Música de España. ციტირების თარიღი: 2023-05-09
  14. Weekly charts - Charts - Promusicae - Productores de Música de España. ციტირების თარიღი: 2023-08-21
  15. Weekly charts - Charts - Promusicae - Productores de Música de España. ციტირების თარიღი: 2023-08-07
  16. Llanos Martínez, Héctor (30 Jan 2022). „Chanel gana por sorpresa el Benidorm Fest y representará a España en Eurovisión 2022“. El País (ესპანური). ციტირების თარიღი: 30 Jan 2022.