სერგო შალიბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შალიბაშვილი, სერგო)
Jump to navigation Jump to search
სერგო შალიბაშვილი
სერგო შალიბაშვილი.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი სერგო შალიბაშვილი
ეროვნება Flag of Georgia.svg ქართველი
დაბ. თარიღი 22 ივნისი, 1962
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი 16 ივლისი, 1983
გარდ. ადგილი ედმონტონი, კანადა
სპორტი
ქვეყანა Flag of the Soviet Union.svg საბჭოთა კავშირი
სპორტი დაივინგი
სახეობა ტრამპლინიდან ხტომა
პლატფორმიდან ხტომა
გუნდი საბჭოთა კავშირის ნაკრები
მწვრთნელი იურა გუტიკულოვი

სერგო შალიბაშვილი (დ. 22 ივნისი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 6 ივლისი, 1983, ედმონტონი, კანადა) — საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიღუპა მსოფლიო უნივერსიადაზე შეჯიბრებისას 10-მეტრიანი კოშკურიდან შესრულებული ნახტომით მიღებული ტრავმით. 1983 წელს, გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით.

მსოფლიო უნივერსიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიადაზე (სტუდენტებს შორის, საერთაშორისო შეჯიბრება) სერგოს კოშკურიდან ასრულებდა ილეთს, რომელსაც "სამ-ნახევარი უკან, წინა დგომიდან" (იგივე "ავერბახი" - იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც ეს ნახტომი პირველად შეასრულა) ჰქვია. სერგო 10 მ-ის სიმაღლიდან გადმოხტა და ნახტომის შესრულებისას სადგარს ჩამოარტყა თავი. ილეთი ისეთი სიძლიერით ჰქონდა დაწყებული, რომ ნახევარი ბრუნი კიდევ გააკეთა და წყალში ჩავარდა. იმ დღეს შეჯიბრება შეწყდა და სერგო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ფუძე ჰქონდა მოტეხილი. იგი 2 დღის განმავლობაში აპარატზე იყო შერთებული რის შემდეგაც გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]