შალვა გოზალიშვილი
იერსახე
შალვა ნიკოლოზის ძე გოზალიშვილი (დ. 1 აპრილი, 1909, სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი — გ. 10 აგვისტო, 1993, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში; მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; იკვლევდა XIX-XX საუკუნის ქართული მწერლობის საკითხებს.
1985 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ბარათაშვილი (1784-1856) : ნუმიზმატიკის ფუძემდებელი საქართველოში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 95გვ.
- დიადი განთიადის მომღერალი იროდიონ ევდოშვილი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1974. - 90გვ.
- იროდიონ ევდოშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 141გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 78.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფიული ლექსიკონი — შალვა გოზალიშვილი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა