შინაარსზე გადასვლა

შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელმწიფო აქციონერული ჰოლდინგური კომპანია (საჰკ) „შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხანა“ (უკრ. Чорноморський суднобудівний завод (ЧСЗ)) — უკრაინული საგემთმშენებლო საწარმო. მდებარეობს ქალაქ მიკოლაევში. იგი ამ დარგის ყველაზე მსხვილი წარმოება უკრაინაში (ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირში) და ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპაში. დაარსებული იყო 1897 წელს.

ამ წლების განმავლობაში ქარხანამ გამოუშვა 1000 მეტი სხვა და სხვა ტიპისა და დანიშნულების ხომალდი და გემი: ესკადრის ნაღმოსნები, ხაზის ხომალდები, წყალქვეშა ნავები, კრეისერები, ყინულმჭრელები, ბუქსირები, ვეშაპის ბაზები, ბელკერი, სამეცნიერო-კვლევითი გემები, სარაკეტო შეიარაღების მცურავი ბაზა, წყალქვეშა ნავების მცურავი ბაზები, მცურავი სახელოსნოები, გემები ტვირთის ჰორიზონტალური დამუშავებით, ნავსაწინააღმდეგო კრეისერები, სუპერტრაულერი-თევზობაზა, ზღვის ფსკერის საკვლევი გემები, ავიამზიდები, ტანკერები, ასევე ათი ათასობით მანქანები, მექანიზმები, ქვაბები და სხვა და სხვა დანიშნულების დანადგარები.

60 პროექტის სხვადასხვა ტიპის ხომალდებისა და გემების მშენებლობის გამოცდილება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შესრულდეს ყველანაირი დაკვეთა გემთმშენებლობაში.

კომპანია წარმოადგენს უნიკალურ გემთმშენებელ-მანქანათმშენებელ საწარმოს, ფლობს დიდ ავტონომიურობას. თანამედროვე დანადგარები, უნიკალური ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები იძლევიან შეკვეთის მსოფლიო სტანდარტებით შესრულებას.

  • 25 სექტემბერი: გემთმშენებელი, მექანიკური და ჩამომსხმელი ქარხნის „ნავალის“ მშენებლობის დაწყება («Наваль»).
  • ოქტომბერი: ქარხანა „ნავალთან“ ერთად შავი ზღვის მექანიკური და საქვაბე ქარხნის (შავი ზღვის ქარხანა) მშენებლობის დაწყება.
  • ნოემბერი: შავი ზღვის ქარხნის გახსნა.
  • კონტრაქტის დადება მთავარი ორთქლის მანქანის, ქვაბების და საარტელერიო კოშკის დამზადების და მონტაჟის შესახებ ნიკოლაევის ადმირალტეისტვის ქარხანაში მშენებარე ჯავსნოსსანი „თავადი პოტიომკინ-ტავრიელისათვის“.
  • პირველი მსხვილი პოლიტიკური გაფიცვა 700 მუშის მონაწილეობით.
  • კონტრაქტის დადება მთავარი ორთქლის მანქანის, ქვაბების და საარტელერიო კოშკის დამზადების და მონტაჟის შესახებ ნიკოლაევის ადმირალტეისტვის ქარხანაში მშენებარე ჯავსნოსსანი „იოანე ოქროპისათვის“.

„ევსტაფისათვის“ და კრეისერი „კაგულისათვის“. ამ დროიდან ქარხანა ხდება მანქანათმშენებლობის მთავარ ბაზად სამხრეთ ნაწილში.

  • ივლისი: დაიწყო ესკადრის ნაღმოსანის „ზავეტნის“. მშენებლობა შავი ზღვის ფლოტისათვის 1903 წ. „ზავიდნი“, „ზადორნი“, „ზვონკი“ და „ზორკი“ აგებული იქნა 1903—1905 წ. პერიოდში.
  • დიზელ-კომპრესორის სადგურის მშენებლობა და პნევმატური შეერთების დანერგვა.
  • არა ერთი ლოკალური და საერთო გაფიცვები. დემონსტრაციები და სამხედრო შეტაკებები პოლიცილიებთან.
  • შავი ზღვის ქარხნის შერწყმა ქარხანა „ნავალთან“ აქციების შერწყმის მეთოდით და ქარხნის რეკონსტრუქციის დაწყება.
  • ტექნიკური კანტორის ახალი შენობის მშენებლობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]