შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი (რუს. Черноморская береговая линия) — რუსეთის იმპერიის გამაგრებების (სიმაგრეები, სიმაგრეები და სანგრები) ზოლი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ანაპასა და ოსმალეთის იმპერიის საზღვარს შორის.

სანაპირო ზოლი მოეწყო იმ მიზნით, რომ შავი ზღვიდან ჩერქეზებისთვს გადაეკეტათ საკვებითა და იარაღით მომარაგების საშუალება. მოქმედებდა 1830-1854 წლებში. სანაპირო ზოლის მშენებლობამ საფუძველი ჩაუყარა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე ისეთ დიდ ქალაქების წარმოქმნას, როგორებიცაა ნოვოროსიისკი, გელენჯიკი, სოჭი და სხვები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828-1829 წლების რუსეთ-ოსმელთის ომის ბოლოს, ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შედეგად, ანდრიანოპოლის სამშვიდობო ზავის მიხედვით მთელი ყუბანის მხარე გადავიდა რუსეთის იმპერიის მფლობელობაში. აღნიშნული ტერიტორიის სრულად ფლობისათვის საჭირო გახდა იქ არსებული ჩერქეზული ტომების სრულად დამორჩილება. ათწლეულების მანძილზე აფხაზურ-ადიღური ტომები აქტიურად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის, რომლის დროსაც ხშირად იღებდნენ ზღვიდან დახმარებას ოსმალეთის იმპერიისაგან. ოსმალეთის იმპერია მიუხედვად 1828-1829 წლების ომის მარცხისა, საშუალებას არ უშვებდა ხელიდან და პერიოდულად შავიზღვის სანაპიროზე თავის სამხედრო დესანტს სხამდა. აღნიშნული მიზეზის გამო რუსეთის იმპერიაში გადაწყდა შექმნილიყო სამხედრო გამაგრებითი ხაზი სპეციალურად შავი ზღვისთვის, რომელიც ხელს შეუშლიდა როგორც ოსმალეთის სადესანტო ხომალდების თავდასხმას, ისე ადგილობრივი მთიელი მოსახლეობის სურსათ-სანოვაგითა და ტყვია-წამალით მომარაგებას.

ჯერ კიდევ 1828-1829 წლების ომის მსვლელობისას რუსეთმა დაიკავა შავი ზღვის ოსმალეთის გამაგრებული პუნქტები: ანაპა, სოხუმ-კალე, რედუტ-კალე და ფოთი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1830-1842 წლებში რუსეთის მიერ შავი ზღვის სანაპიროზე დამატებით აშენებულ იქნა არაერთი სამხედრო გამაგრება.

1839 წლის 23 მაისს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Черноморская береговая линия // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1903. — Т. XXXVIIIa. — С. 644—648.
  • Лапенко Е. В. Создание Черноморской береговой линии в XIX веке // Военно-исторический журнал. — 2008. — № 6. — С.54—58.
  • Васильев Е. Черноморская береговая линия 1834—1855 // Военный сборник. — 1874. — № 9.
  • «Кавказский Сборник» (т. I—XXI).
  • «Военный Сборник» (1872, № 8).
  • Дубровин H. Ф. Кавказская война в царствование Николая I и Александра II. — СПб., 1896. (из «Обзора войн России» Леера).
  • Воспоминания кавказского офицера // Русский вестник. — 1864. — № 9, 10, 11, 12.
  • Воспоминания о Кавказе 1837 г. // Библиотека для чтения. — 1847. — Т. 80, 1.
  • Сафонов С. Поездка к восточным берегам Чёрного моря.
  • Берже А. П. Защита Михайловского укрепления // Русская старина. — 1877. — № 7, 19.
  • Новосёлов С. Кавказец // Русская старина". — 1858. — Вып. 23, 25.
  • Воронов Н. Плавание у восточных берегов Чёрного моря // Русское слово. — 1861. — № 11.
  • Журнал Министерства народного просвещения. — 1838. — Ч. XX.
  • Нордман. Путешествие по Закавказскому краю.
  • Карльгоф. Военно-статистическое обозрение Российской Империи. Обозрение восточного берега Чёрного моря. — СПб., 1853.
  • Сулаберидзе Зураб. Война и политика: Россия и Черноморская береговая линия в 20—50-е годы 19 века. — Тбилиси, 2019.
  • Таран К. В. Борьба с работорговлей на северо-западном Кавказе в первой половине XIX в. // Slavery: Theory and Practice. — Cherkas Global University, 2020. — № 5 (1). — ISSN 2500-3755.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]