შინაარსზე გადასვლა

ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი[1] (რუს. Кубанский государственный технологический университет, ასევე ცნობილი, როგორც ყუბანის ტექნოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საჯარო, ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს კრასნოდარში. უნივერსიტეტი 1918 წლის 16 ივნისს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო რუსეთის სამხრეთ რეგიონში.

უნივერსიტეტის რექტორი ვ.გ. ლობანოვი

ყუბანის რეგიონში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ყუბანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1918-1919 წლებში იწოდებოდა ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტად) 1918 წლის 16 ივნისს ეკატერინოდარში დაარსდა. ინსტიტუტის დამფუძნებელთა შორის იყო მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი და ელექტრონული ტელევიზიის გამომგონებელი, ბორის ლვოვიჩ როსინგიც.

1923 წელს ყუბანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა აკადემიური პერსონალი და ინსტიტუტის აღჭურვილობა ყუბანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში (ჩამოყალიბდა 1922 წელს პოლიტექნიკურის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტიდან) გადავიდა, სადაც კრასნოდარში უმაღლესი ტექნიკური განათლების განვითარება განაგრძეს. რუსეთის ისტორიის არასტაბილური პერიოდის გამო, პროფესორები და ლექტორები ადგილობრივი საკვებისა და სასმელის მრეწველობის საჭიროებების შესაბამისად ცდილობდნენ განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის წარმართვას. სწორედ ამან შეუწყო ხელი საკვების მეცნიერების ორი მთავარი დისციპლინის განვითარებას. პირველი ცხიმებისა და ნავთობის, მეორე კი ღვინის წარმოების ტექნოლოგია იყო. 1938 წელს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის დაყოფისა და ტრანსფორმაციის შემდეგ ცხიმების ინდუსტრიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ღვინის წარმოებისა და მევენახეობის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. 1943 წელს აღნიშნული ინსტიტუტები ერთმანეთს შეერწყა და კრასნოდარის კვების ტექნოლოგიების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, რომელიც სსრ კავშირის მასშტაბით კვების მეცნიერებების წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტად ითვლებოდა.

1963 წელს კრასნოდარის კვების ტექნოლოგიების ინსტიტუტი კრასნოდარის პოლიტექნიკურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ინსტიტუტში რამდენიმე ახალი პროგრამა ამოქმედდა, რასაც უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის ზრდა მოჰყვა. 1980 წლის 11 აპრილს ინსტიტუტი შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.

1990-იანი წლებისთვის კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტი წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტად ითვლებოდა რუსეთში. 1993 წლის ნოემბერში ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (KubSTU) ეწოდა. 2015 წლის 6 ნოემბერს ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრიზით დაჯილდოვდა.[2]

უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა

ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 1 მილიონზე მეტ სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას. ბიბლიოთეკაშიო 9 სამკითხველო დარბაზი ფუნქციონირებს. წიგნების გატანა ბიბლიოთეკი 5 დეპარტამენტიდანაა შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში მუშაობს ადგილობრივი ინტერნეტ-ქსელი და მომხმარებლებს ელექტრონულ კატალოგებში ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. ბიბლიოთეკაში დაცულია ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომები, უნივერსიტეტში დაცული დისერტაციები, იშვიათი დ უცხოური ჟურნალ-გაზეთები და წიგნები და სხვა.

უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი

ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტს გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაციისა და აკრედიტაციის პროცესი. ლიცენზიის შესაბამისად, ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 66 სპეციალობაში სპეციალისტთა, 20 საბაკალავრო პროგრამა და 1 სამაგისტრო პროგრამა, ფილოსოფიის დოქტორთა 51 სამეცნიერო სფეროში და დოქტორთა 9 სამეცნიერო სფეროში მომმზადების უფლება აქვს. უნივე3რსიტეტის ფუნქციონირებს წინა-საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამაც.

ყუბანის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექოტრია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხაილ გენადიევიჩ ბარიშევი. უნივერსიტეტის პრეზიდენტსია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმიტ გრიგორიევიჩ ლობანოვი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kuban State Technological University Statutes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  2. Order 1202 of the Government of the Russian Federation (6 November 2015)