ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (პუშკინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (პუშკინი) — რუსეთი
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (პუშკინი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°43′29″ ჩ. გ. 30°24′37″ ა. გ. / 59.72472° ჩ. გ. 30.41028° ა. გ. / 59.72472; 30.41028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი
სასულიერო სტატუსი აღდგენილი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831553004
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება 1912-1914

ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პუშკინში, ცარსკოე-სელოს ყოფილ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. აგებულია 1912-1914 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლობა დაარსდა 1877 წელს. იგი არსებობდა რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულებამდე. 1899 წელს დაარსდა ცარსკოე-სელოს წითელი ჯვრის კომიტეტი. მისი შექმნის ინიციატორი იყო გენერალი პ. ფ. რერბერგი. საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ მათ გახსნეს ამბულატორია, ხოლო რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების შემდეგ ლაზარეთი 10 კაცზე. 1908 წელს საზოგადოებისათვის არქიტექტორ ს. ა. დანინის პროექტით ააშენეს ორსართულიანი შენობა. ახალ შენობაში 1908 წელს განათავსეს ქირურგიული განყოფილება რვა საწოლზე.

1912 წლის 21 ივნისს ეკატერინეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დედოფალ ალექსანდრა თედორეს ასულის მონაწილეობით საფუძველი ჩაუყარა ახალი ქვის შენობას. მშენებლობა, რომელიც არქიტექტორ ს. ა. დანინის პროექტით მიმდინარეობდა, გაგრძელდა 1913 წლამდე. მასში განათავსეს ამბულატორია, საერთო საცხოვრებელი დებისთვის და ეკლესია.

ეკლესია აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე 1914 წლის 13 ოქტომბერს. 1922 წლის 7 მარტს ეკლესია გაძარცვეს. ტაძარი კი დახურეს 1923 წლის 11 ნოემბერს.

1923 წლიდან შენობაში მუშაობდა ბავშვთა სანატორიუმი, ხოლო თავად ეკლესიის შენობაში განათავსეს სააქტო დარბაზი.

ტაძარში ღვთისმსახურება აღსდგა 2006 წლის 6 ნოემბერს. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის რესტავრაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вильчковский С. Н. Царское Село:. — Репринт. воспроизведение изд. 1911 г. — СПб.: Рекл.-изд. предприятие "Титул-СПб.", 1992.
  • Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — С. 164—167. — ISBN 5-85991-043-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]