ყინული (საიდუმლო მასალები)
„ყინული“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 8 | ||||||
სცენარი | გლენ მორგანი, ჯეიმზ ვონგი | ||||||
რეჟისორი | დევიდ ნატერი | ||||||
მუსიკა | მარკ სნოუ | ||||||
კოდი | 01-107 | ||||||
ეთერი | 29 ოქტომბერი, 1993 | ||||||
|
ყინული (Ice) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მერვე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 5 ნოემბერს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგენტები მალდერი და სკალი ჩადიან არქტიკაში, კვლევით სადგურზე, სადაც მათთან ერთად ასევე მიემგზავრებიან გეოლოგი, ექიმი და ტოქსიკოლოგი. ისინი იძიებენ საქმეს, რომელიც დაკავშირებულია უცნაურ მოვლენებთან - წინა ექსპედიის წევრების დაღუპვაზე.
სერიის მსვლელობისას ისინი დაადგენენ, რომ მეცნიერებს თავს დაესხა უცნაური არამიწიერი ორგანიზმი, რომელმაც მათში სპეციფიკური ინფექცია დატოვა. ამ ინფექციის გამო ადამიანები აგრესიულები ხდებიან და უჩნდებათ ერთმანეთის მოკვლის სურვილი.
ეპიზოდის დასასრულს, გადარჩენილებთან ერთად შინ დაბრუნებული მალდერი გადაწყვიტავს, დაბრუნდეს არქტიკაზე, რათა გამოიკვლიოს უცნაური ორგანიზმი, მაგრამ შეიტყობს, რომ სამხედრო ძალებმა და ეპიდემიათა კონტროლის ცენტრმა გაანადგურეს მთლიანი სადგური.