ყარაჩაი-ჩერქეზეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარაჩაი-ჩერქეზეთის დროშა — ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო სიმბოლო. რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. აღნიშნული დროშა ოფიციალურად მიღებულია ყარაჩაი-ჩერქეზეთის საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ყარაჩაი-ჩერქეზეთის აღნიშნული სამფეროვანი დროშა წარმოადგენდა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის სიმბოლოს.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის დროშა არის სწორი ოთხკუთხედის ფორმის. დროშის სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 1:2-ის ტოლია.

აღნიშნულ დროშაში სამი ფერია დომინანტი. დროშის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ღია ცისფერი ფერი, დროშის შუა ნაწილში გამოყენებულია მწვანე ფერი, ხოლო ქვედა ნაწილში კი წითელი ფერი. დროშის შუაში არის ნათელი წრე (რგოლი), რომელშიც მზე ამოდის მთებიდან ხუთი ფართო, ორმაგი და ექვსი თხელი და მოკლე სხივით.

დროშის სტრუქტურაზე გამოყენებულ ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ღია ცისფერი - ნათელი, კარგი იმპულსებისა და სიმშვიდის მატარებელია; ამ ფერით წარმოდგენილია სრულიად მსოფლიო. მწვანე ფერი კი ბუნების მთავარი ფერია, აღნიშნავს ნაყოფიერებას, სიმდიდრესა და სამყაროს შექმნის სიმბოლოს. სწორედ ამ მწვანე ფერით აღნიშნულია ახალგაზრდობა, სიბრძნე და თავშევაკებულობა. წითელი ფერი კი საზეიმო ფერია, იგი ყარაჩაი-ჩერქეზეთში მცხოვრებ ერს შორის სითბოსა და სიახლოვის მთავარი სიმბოლოს მატარებელია.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნიშნებისა არაოფიციალური ინტერპრეტაციის თანახმად, დროშის ფერები ასახავს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მოსახლეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს: ღია ცისფერით აღნიშნულია აქ მცხოვრები ყარაჩაელები და ნოღაელები; მწვანე ფერით არის აღნიშნული ჩერქეზები და აბაზინები; წითელი ფერი კი არის სიმბოლო ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სლავური მოსახლეობისა. ასე, რომ უნდა ეს დროშა ასახავს და აცოცხლებს ყარაჩაი-ჩერქექზეთის ერის ერთობას.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში 100 მუნიციპალიტეტი იყო: 2 საქალაქო ოლქი, 10 საქალაქო ოლქი, 5 ურბანული დასახლება და 83 სოფლის დასახლება. სწორედ ამ მუნიციპალიტეტების მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს აღნიშნული დროშა. ოფიციალური დროშა განთავსებულია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობების შენობებზე, მათ შორის: სამთავრობო სახლის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სახალხო კრებისა - უზენაესი სასამართლოს შენობებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]