ყალიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყალიონითამბაქოს მოსაწევი. საქართველოში ძირითადად გვხვდება ორი სახის ყალიონი: გრძელი და მოკლე. ორივე ტიპის ყალიონს აქვს ტარი და ჯამი თამბაქოს ჩასატენად. ისინი ერთმანათს შიგნით დატანებული ნახვრეტით უერთდებიან. არსებობს ორიგინალური სახის ყალიონიც, რომელსაც ერთ ტარზე ორი ჯამი აქვს დამაგრებული. ყალიონი ფართოდ გავრცელებული ნივთი იყო, უმთავრესად ჭარმაგი მამაკაცების წრეში. ყალიონი შეიძლება იყოს ხის, კერამიკის და ლითონის — ზარნიშითა და სევადით შემკული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]