შინაარსზე გადასვლა

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°17′24″ ჩ. გ. 39°42′56″ ა. გ. / 47.29000° ჩ. გ. 39.71556° ა. გ. / 47.29000; 39.71556
რელიგიური წევრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1996-2007
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ვიკისაწყობში

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1996-2007 წლებში.

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი აღმართულია დონის როსტოვში ჩრდილოეთის წყალსაცავის ნაპირზე. აღნიშნული ტერიტორია ადრე ეკუთვნოდა სომხურ ეკლესია სურბ-ხაჩს. ტაძარი დაარსდა 1996 წელს, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ამ გარეუბნის მოსახლეობის უდიდესი უმრაველსობა მართლმადიდებელი იყო და არ ჰქონდათ მართლმადიდებლური სალოცავი. ადრე ამ რაიონში მოქმედებდა წმინდა ყაზანის ეკლესია, რომელიც 1931 წელს დაანგრიეს.

თავდაპირველად, მშენებლობის დაწყებამდე მომავალი ტაძრის ადგილზე დადგეს სამლოცველო ოთახი, ხოლო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 2004 წელს. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ააშენეს და შიგნიდან მოხატეს 3,5 წელიწადში. 2008 წლის 9 ნოემბერს გაიმართა ტაძრის კურთხევა, რომელიც შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა.

ამჟამად ტაძარი, როგორც თანამედროვე ნაგებობა, გაზიფიცირებულია. ეკლესიის სამრეკლო აგურისგანაა აგებული და მასზე ჰკიდია 9 ზარი. ტაძარში ღვთისმსახურება ყოველდღე აღევლინება. ეკლესიის წინამძღვარია დიმიტრი სობოლევსკი.

ეკლესიის მთავარი დღესასწაულებია:

ეკლესიასთან მუშაობს სასულიერო-საგანმანათლებლო კურსები და საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]