ღუმურიშის (საგერგაიოს) ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღუმურიშის (საგერგაიოს) ეკლესია — ეკლესია სოფელ ღუმურიშში, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია XI საუკუნის I ნახევარსა და XVI საუკუნეში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ოქუმისწყლის მარჯვენა ნაპირზე, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე, ადგილ საგერგაიოზე. ეკლესია თლილი ქვის პერანგით იყო შემოსილი. ეკლესია აგებულია XVI საუკუნეში მანამდე აქ არსებული XI საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საძირკველზე. ეკლესიის ნანგრევებში 1955 წელს აღმოაჩინეს კირქვის ფილა ქართული ასომთავრული წარწერით:

ვიკიციტატა
„ღმერთო, შეიწყალე ორთავე ცხოვრებასა შინა ამის ტაძრისა მაშენებელი დეოფალთ-დეოფალი საგდუხტ, ნიანიას ასული. ამენ.“

წარწერა დათარიღებულია XI საუკუნით. კირქვის ფილა დაცულია სოხუმის სახელმწიფო მუზეუმში. ეკლესიას შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვისტანი რ., ენგურ-მოქვისწყლის აუზის (აფხაზეთი) ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]