შინაარსზე გადასვლა

ღორტავასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღორტავასებრნი, ამფიპოდები[1] (ლათ. Amphipoda) — ზღვისა და მტკნარი წყლის უხერხემლოების რიგი უმაღლესი კიბოსნაირების ქვეკლასისა. სხეული გვერდებიდან შებრტყელებული აქვთ, ცალსქესიანი არიან. ცნობილია მათი 7 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული ზღვრებში, თუმცა არიან მტკნარ წყალსატევებშიც. ცურავენ გვერდულად. ღორტავასებრთა შორის არიან მავნე ფორმებიც, რომლებიც ხის ნაგებობებს აზიანებენ.[2]

  1. Amphipoda — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.