ღირსი ვენდიმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი ვენდიმიანი (გ. 512) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 თებერვალი, ახალი სტილით — 14 თებერვალი.

იგი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში წმიდა ავქსენტის (ხს. 27 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმინდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, გვ. 139-140, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]