ღირსი არკადი კვიპრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღირსი არკადი კვიპრელი (გ. 361) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 მარტი, ახალი სტილით — 19 მარტი. მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა ქრისტიანულ გზაზე და განამტკიცა რწმენაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამეები: იულიან მკურნალი და ევული. თვითონ წმინდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 237