ღვინის ეროვნული სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ღვინის ეროვნული სააგენტო[1] თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.

2014 წელს[2] სააგენტომ [3] დაიწყო ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის პროგრამის განხორციელება, რაც საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებას, მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორიის რეკონსტრუქციასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობას იღებენ ღვინის საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, კონკურსებსა და დეგუსტაციებში.

სააგენტო[4][5] ორგანიზებას უწევს საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების, ღვინისა და მედია ტურების მოწყობას ღვინის მწერლების, ჟურნალისტების, სომელიეებისა და პროფესიონალებისათვის, ქართული ღვინის დღეების გამართვას, საიმიჯო და სარეკლამო სტატიების განთავსებას მიზნობრივი აუდიტორიისთვის, სოციალური მედიის გამოყენებას, რაოდენობრივ-ხარისხობრივი კვლევების ჩატარებას.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]