ღვედკეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღვედკეცი
Periploca laevigata-flowers.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Periploca

ღვედკეცი (ლათ. Periploca) — მცენარეთა გვარი ღვედკეცისებრთა ოჯახისა. ხვიარა მცენარეებია. ცნობილია 15-მდე სახეობა, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში, ტროპიკულ აფრიკაში, აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებშია გავრცელებული. საქართველოში ბუნებრივად გვხვდება 1 სახეობა — Periploca graeca; იგი 12 მ-მდე სიმაღლის ლიანაა, აქვს ელიფსური ტყავისებრი ფოთლები და მურა-მწვანე ყვავილები. იზრდება ტყის სარტყელში, ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე. მეტწილად დასავლეთ საქართველოს დაბლობის ტყეებში გვხვდება, აღმოსავლეთ საქართველოში უმთავრესად ჭალის ტყეებსა და ტენიან ხეობებშია. დეკორატიული მცენარეა. ქერქი შეიცავს ალკალოიდებს და გლიკოზიდ-პერიპლოცინს. ღვედკეცის ზოგიერთი სახეობის რძისებრი წვენი კაუჩუკს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]