ღამისთევის ლოცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღამისთევის ლოცვა სრულდება დღესასწაულის წინა საღამოს. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ეს არის ლოცვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდება. ქრისტიანობის უძველეს ხანაში წარმართებისაგან დევნილ ქრისტიანთა ღვთისმსახურება სრულდებოდა ღამით, მტრისათვის შეუმჩნევლად. აღნიშნული მსახურება იწყებოდა გვიან საღამოს და თითქმის გათენებამდე გრძელდებოდა.

ღამისთევის ლოცვა მოიცავს დიდ მწუხრს, დიდ ცისკარსა და პირველ ჟამნს. წესი მათი ღამით შესრულებისა ნაწილობრივ შეცვლილია, ისინი სრულდება საღამო ხანს, თუმცა ათონის მთაზე და ზოგიერთ მონასტერში იგი უცვლელი დარჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "გზა ტაძრისაკენ" ბათუმი, 2009წ.