ქიტრიდიომიცეტები
იერსახე
| ქიტრიდიომიცეტები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Chytridiales | ||||||||||||
| ||||||||||||
ქიტრიდიომიცეტები (ლათ. Chytridiales) — უმდაბლესი სოკოების რიგი. მიკროსკოპული, პრიმიტიული, უმეტესად ერთუჯრედიანი და ერთბირთვიანი სოკოებია. ტიპური მიცელიუმი არა აქვთ. უმეტესობა წყალში ცხოვრობს. საპროფიტები ან წყალმცენარეების, სხვა სოკოების პარაზიტებია. ქიტრიდიომიცეტების 500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ზოგიერთი სახეობა მცენარეთა დაავადებებს იწვევს. მაგალითად ოლპიდიუმი კომბოსტოს შავ ფეხს, სინქიტრიუმი კარტოფილის კიბოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537.