ქისტაურის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქისტაურის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის სამხრეთით. თარიღდება II-I ათასწლეულების მიჯნით.

1965 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური) შეისწავლა 19 სამარხი. ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ხელფეხმოხრილი, მამაკაცები მარჯვენა, ქალები კი მარცხენა მხარეს. სამარხებში აღმოჩნდა ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭელი (დერგი, თასი, ქოთნები, ლანგარი), ბრინჯაოს მასრაშეკრული შუბისპირი, ბრინჯაოს სამაჯურები და სარდიონის მძივები.

მოპოვებული მასალა ინახება თელავის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ. 1973.