ქირურგია (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქირურგია
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1884
გამოცემულია 11 აგვისტო, 1884

ქირურგია (რუს. Хирургия) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1884 წელს დაიწერა. პირველად, 1884 წლის 11 აგვისტოს, ჟურნალ „Осколки“-ში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა „ქირურგია“ 1884 წლის აგვისტოში დაიწერა. თავდაპირველად, 1884 წლის 11 აგვისტოს, იუმორისტულ ლიტერატურულ-მხატვრულ ყოველკვირეულ ჟურნალ „Осколки“-ის 32-ე ნომერში გამოქვეყნდა ქვესათაურით „Сценка“ და ხელმოწერით ა. ჩეხონტე.

1886 წელს მოთხრობა შევიდა კრებულში „ჭრელი მოთხრობები“. შემდგომი სტილისტური შესწორებების შემდეგ შევიდა ადოლფ მარქსის მიერ გამოცემული ჩეხოვის თხზულებათა კრებულში. თხზულებათა კრებულისთვის, ჩეხოვმა მოთხრობაში სასაუბრო სიტყვების ნაწილი ლიტერატურულით ჩაანაცვლა.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, პოლონურ და სერბო-ხორვატულ ენებზე ითარგმნა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა ჩეხოვის სამედიცინო განათლების მიღების გამო არსებული შთაბეჭდილებების მიხედვითაა დაწერილი. მიხეილ ჩეხოვი მოთხრობის სიუჟეტის გამოჩენას 1884 წლის ზაფხულში ჩეხოვის ქალაქ ვოსკრესენსკში ცხოვრებასა და ჩიკინსკ ზემსკის საავადმყოფოში ექიმად მუშაობას უკავშირებს. მწერალი პეტრე სერგეენკო სიუჟეტის შექმნას ძმების ანტონ და ალექსანდრე ჩეხოვების სამსახიობო იმპროვიზაციას უკავშირებს.[1]

მოთხრობის სიუჟეტი ზემსკის საავადმყოფოში ვითარდება. ერთხელ საავადმყოფოს ექიმი ცოლის მოსაყვანად წავიდა და ავადმყოფების მიღება ფერშალმა კურიატინმა დაიწყო. ამ დღეებში საავადმყოფოში საეკლესიო მედავითნე ვონმიგლასოვი მიდის. მას კბილის ტკივილი აწუხებს რამაც საავადმყოფოში მისვლა აიძულა. კბილის შემოწმების შემდეგ კრიატინი მის ამოღებას გადაწყვეტს. მედავითნის წკმუტუნის თანხლებით ის დიდხანს ცდილობდა კბილის ამოღებას, ხოლო შემდეგ ის გადატეხა. ამ პროცედურის დროს თავაზიანმა ფერშალმა და პაციენტმა კარგად იჩხუბეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Чехов А. П. Бабы // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Чеховский юбилейный сборник“. М., 1910, გვ. 486