ქინქლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქინქლები
Onchocerca volvulus emerging from a black fly.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ორფრთიანები
ლათინური სახელი
Simuliidae

ქინქლები (ლათ. Simuliidae) — სისხლმწოვი ორფრთიანი მწერების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1,5-7 მმ აღწევს. ცნობილია ქინქლების 1800-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია ყველგან. მამლები იკვებებიან მცენარეთა წვნით, დედლები წუწნიან სისხლს. მათი ნერწყვი შხამიანია. ქინქლები ადამიანისა და ცხოველების ჰელმინთოზების, ქათმის, ბატის, იხვის, მტრედის, ინდაურის ლეიკოციტოზოოზის, აგრეთვე ადამიანის ზოგიერთი ინფექციური დაავადების გამომწვევების არასპეციფიკური გადამტანები არიან. ნამარხი ქინქლები ცნობილია შუა იურული პერიოდიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]