ქიმიური მოვლენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქიმიური მოვლენა, (ან ქიმიური რეაქცია) ეწოდება ისეთ მოვლენას როდესაც ხდება ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორეთი. ქიმიური მოვლენის პროცესისას, ფიზიკურისაგან განსხვავებით ყოველთვის ხდება ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორეთი.

ცდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ წყალში ჩადებულ ელექტროდებში დენს გავატარებთ, რომლებზედაც დაფარებულია სიჟარები, ცოტა ხნის შემდეგ ვნახავთ რომ სინჯარებში სხვადასხვა როადენობის აირები დაგროვდება. თუ კი იმ სინჯარაში სადაც ნაკლები აირია მივიტანთ მბჟუტავ ასანთს ის უცებ აალდება, ეს იმის მაჩვენებელია რომ ეს - ჟანგბადია. ხოლო იქ სადაც მეტი აირია მივიტანთ ანთებულ ასანთს მაშინ აირი აალდება, ეს -წყალბადია.ამ შემთხვევაში მოხდა მოვლენა (რეაქცია) როდესაც წყლიდან წარმოიქმნა 2 ნივთიერება - ჟანგბადი და წყალბადი.

ქიმიური რეაქცია, მისი ნიშნები, წარმოშიბის პირობები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური მოვლენა იგივეა რაც ქიმიური რეაქცია ნივთიერებები რომლებიც შედიან რეაქციაში ეწოდებათ - რეაგენტები ან საწყისი ნივთიერებები, ხოლო რომლებიც მიიღება მათ რეაქციის პროდუქტები ეწოდებათ.

ქიმიური მოვლენის (რეაქციის) ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიურ მოვლენას (რეაქციას) თან ახლავს ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ეფექტი: ფერის ცვლა, სუნის წარმოქმნა ან გაქრობა, ნალექის წარმოქმნა, გაზის გამოყოფა, სითბოს გამოყოფა ან შთანთქვა, სინათლის გამოსხივება, ელექტროდენის წარმოქმნა და ა.შ. ყველა ეს ნიშნები მაჩვენებელია იმისა რომ მიმდინარეობს ქიმიური მოვლენა (რეაქცია). მაგალითად:

ცდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუკი ალში შევიტანთ მაგნიუმის ლენტს, ის აალდება და დაიწვება, კაშკაშა სინათლისა და დიდი სითბოს გამოყოფით. და ამასთან მაგნიუმი გარდაიქმნება თეთრ ფხვნილად - მაგნიუმის ოქსიდად. ამ რეაქციაში გარდა ახალი ნივთიერების წარმოქმნისა არის კიდევ 2 ნიშანი - სინათლისა და სითბოს გამოყოფა. თუკი მაგნიუმის წვისას საჭიროა გახურება მხოლოდ რეაქციის დასაწყისში ხოლო შემდეგ მიმდინარეობს თვითონ, მალაქიტის დაშლისას ყველაფერი ხდება საწინააღმდეგოდ. ის გახურებას საჭიროებს არა მარტო რეაქციის დასაწყისში არამედ მთელი პროცესის განმავლობაში, რადგან რეაქციის პროცესში ხდება სითბოს შთანთქვა. ასე რომ რეაქციის წარმოქმნისა და მიმდინარეობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა უმეტეს წილად არის მისი გახურება განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

სხვა საჭირო პირობებია - ნივთიერებების არევა და დაქუცმაცება. ამით ხდება ნივთიერებების უფრო მჭიდრო ურთიერთშეხება.

ქიმიური რეაქციების მნიშვნელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური რეაქციის მეშვეობით ხდება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ნივთიერების მიღება, რომლებიც ბუნებაში შედარებით მცირე რაოდენობით არსებობენ, მაგ. აზოტიანი სასუქები ან საერთოდ არ არსებობენ მაგ. სინთეთიკური წამლის პრეპარატები, პლასტმასები. ქიმია იძლევა იმის შესაძლებლობას სინთეზირებულ იქნას ახალი (უცნობი) და ბუნებრივი ნივთიერებები, ადამიანის სიცოცხლის საჭიროებისათვის. ამასთანავე აღსანიშნავია რომ ინტენსიური ქიმიური ზემოქმედება გარემოზე შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი ბუნებრივი ქიმიური ციკლების დარღვევა, რის გამოც აქტუალური ხდება ეკოლოგიური პრობლემები. რაც ართულებს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და სიცოცხლი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]